საქართველოს საპატრიარქო

ბოტკოველი: გასროლილ ჰილზებს ჯვრის, ზარების, შანდლების დასამზადებლად ვიყენებთ

ასეთი პრაქტიკა სხვა დროსაც გამოგვიყენებია, როდესაც თავდაცვის სამინისტროსთვის მიგვიმართავს თხოვნით, განასროლი ჰილზების გადმოცემის თაობაზე. გასროლილ ჰილზებს საპატრიარქო შემდეგ ჯვრის, ზარების, ტაძრის კარის, შანდლებისა და სხვა საეკლესიო ნივთების დასამზადებლად იყენებს.

პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი ინტერპრესნიუსთან საუბარში. ცნობისთვის, მთავრობის განკარგულებით, საქართველოს საპატრიარქოს 5 000 კგ გასროლილი თითბრის ჰილზები უსასყიდლოდ გადაეცემა.

კომენტარები