ილია II

ილია II: ჰოლანდიაში მითხრეს, მეყვავილეობას უნდა მიხედოთ და რუსეთში გაიტანოთო

მე ვიყავი ჰოლანდიაში, მაისის თვეს. ათასობით ჰექტარი იყო დაფარული ტიტებით. დადიოდნენ სპეციალური მანქანები, რომლებითაც აყვავებულ ტიტებს აჭრიდნენ თავებს. მე ვკითხე პატრონს, რატომ აჭრიდნენ თავებს აყვავებულ ტიტებს, იქნებ გაიყიდოს და ან გამოიყენოთ… არაო, ამას ვაჭრით იმისთვის, რომ ბოლქვი გადიდდესო, მიწაში რაც არის, როგორც ხახვის თავები ან ნიორის თავები. თქვენ ამხელა ბაზარი გაქვთ გვერდითო (რუსეთს გულისხმობდა), თქვენ უნდა მეყვავილეობას უნდა მიხედოთო. ამან გაამდიდრა ჰოლანდიაო

​განაცხადა საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა მრევლთან შეხვედრისას. შეხვედრის ფრაგმენტები საპატრიარქოს საიტზე 28 სექტემბერს გამოქვეყნდა. 

კომენტარები