არჩევნები 2017

ელისაშვილი: არ იყო ჩემი საჩხუბარი, ოპონენტებს საკრებულოში თავის გამოჩენა უნდოდათ

დღეს არ იყო ჩემი საჩხუბარი, პოლიტიკურ ოპონენტებს საკრებულოში უნდოდათ თავი გამოეჩინათ, კიდევ ერთხელ ვამბობ და, შემოეღწიათ დარბაზში, სიტყვა ეთქვათ მიკროფონთან და მე ვიჯექი იმ საკრებულოში. სხდომის ჩაშლა მეც მინდოდა, მაგრამ იქ არ იყო ჩემი საჩხუბარი, თქვენც იცით, რაც ხდებოდა

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი TV პირველის ეთერში პასუხობს ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ იყო აქტიური საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, სადაც თბილისის ოპოზიციის მერობის კანდიდატები ელენე ხოშტარია და ზაალ უდუმაშვილი გამოაძევეს, ასევე, რამდენიმე გარემოს დამცველი. ისინი ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის ორი მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხის განხილვას აპროტესტებდნენ

კომენტარები