ადიკო ივანიშვილი

ადიკო ივანიშვილი: ბიძინამ მითხრა - არ ჩავერიო არაფერში, პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის

წამომცდა ის, რაც ვთქვი [რომ ქართული ოცნების მერობის კანდიდატს ბეგლარ სიორიძის კანდიდატურას მხარს უჭერდა], მე ბეგისაც კარგად ვიცნობ, კოტესაც [ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე] და ორივეს დიდ პატივს ვცემ, არც ერთის მაგინებელი არ ვარ, აპოლიტიკური კაცი ვარ და ნუ ჩამრევთ პოლიტიკაში.

არ მითქვამს ისეთი რამ, რომ ქვეყანა დამენგრია, არ უნდა მეთქვა, შეცდომა დავუშვი, არ ვარ მე ის ადამიანი, რომელსაც პოლიტიკური კითხვები უნდა დაუსვათ, როგორც ადრე გითხრათ ბიძინამ, მართლა ასეა - ერთი ჩვეულებრივი მოქეიფე, მოურავი, გლეხი კაცი, ჩემი თავის კაცი ვარ, არავის ვაწყენინებ და არც არაფერს დავუშავებ. თუ რაიმე ვთქვი, ვნანობ.

[ბიძინამ მითხრა], არ ჩავერიო არაფერში, რომ ჩემი საქმე არ არის პოლიტიკა და მორჩა. გპირდებით, რომ აპოლიტიკური გავხდები და კომენტარს არავის მივცემ.

ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ძმა ადიკო ივანიშვილი გურიანიუსთან საუბარში.

კომენტარები