კობახიძე: თუ აქციაზე ენმ-ის დეპუტატების უფლებები შეიზღუდა, დავინტერესდები

საკრებულოს სხდომა არის ღია, თუ მერიაში შეშვებაზეა საუბარი, იქ თუ იყო გარკვეული საფრთხე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის, ეს შეიძლებოდა გამხდარიყო შესაბამისი შეზღუდვის საფუძველი, თუმცა წარმოდგენა არ მაქვს, დეტალები მე არ ვიცი სამწუხაროდ, ამ საკითხის. თუ იყო დეპუტატების უფლებები შეზღუდული, ამით დავინტერესდები და, რა თქმა უნდა, რეაგირება საჭიროების შემთხვევაში გვექნება, თუმცა დეტალები ჯერჯერობით არ ვიცი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მერიასთან ენმ-ის აქციის შესახებ, სადაც წვრლიმანი ხულიგნობის და დაუმორჩილებლობისთვის, ექვსი პირი დააკავეს. პარტიის საკრებულოს და პარლამენტის რამდენიმე დეპუტატი კორდონის გარღვევას და მერიაში შესვლას ცდილობდა, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცათ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები