გუგული მაღრაძე

მაღრაძე: მოსწავლე რომ დაინახავს ვაშლს ჭამენ, ისიც ვაშლს შეჭამს და არა ლობიანს

სულ ტყუილად გახდა ვაშლების პროექტი ყბადაღებული თემა. ეს ნაბიჯია გადადგმული იმისკენ, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი შევიდეს და დამკვიდრდეს ჩვენს ახალგაზრდა თაობაში. დღევანდელი თაობა ჩემი შვილიშვილების ჩათვლით საერთოდ არ ეკარებიან ხილ-ბოსტნეულს და გადასული არიან "მაკდონალდსის" მენიუზე. სკოლის ბუფეტებშიც ძირითადად ხაჭაპური და ლობიანი იყიდება.. ასეთ დროს, ბავშვები ერთს რომ დაინახავენ ვაშლს ჭამს, მეორეც შეჭამს და ეს იქნება პატარა ნაბიჯი გადადგმული ჯანმრთელი ცხოვრების წესისკენ.

presa.ge-სთან მიცემულ ინტერვიუში ამბობს გუგული მაღრაძე.

კომენტარები