მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: უკრაინის საზღვარზე იგივე ეიფორია იყო, რაც ვარდების რევოლუციის დროს

უკრაინის ოპოზიცია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ გაერთიანდა, ეს იყო ჩემი შემოყვანა უკრაინაში. ყველა ოპოზიციური ლიდერი იყო საზღვარზე. კრაკოვეცში საზღვარზე რომ მივედი, ავიღე ტელეფონი და საზღვრის მეორე მხარეს შეკრებილებს მივმართე, იქ ათასობით ადამიანი იყო, ვერ ვცნობდი ყველას და შემდეგ დღეებში რომ ვხდებოდი მათ მითხრეს - "შენ რომ მოგვმართე იმან მოგვქოქაო". მიმართვიდან ზუსტად ხუთ წუთში გამოარღვიეს - მე ეს გეგმა არ მქონია. მაშინ იგივე ეიფორია იყო რაც ვარდების რევოლუციის დროს. იგივე იყო რაც მაიდნების დროს მინახავს აქ.

მე არა მაქვს უკრაინაში თანამდებობრივი ამბიციები. მე მიმაჩნია რომ ვთამაშობ აქ მნიშვენლოვან როლს სიტუაციის შეცვლაში 

რუსთავი 2-თან ინტერვიუში ამბობს სააკაშვილი.

კომენტარები