არჩევნები 2017

თეა წულუკიანი: დირექტორებმა უნდა იცოდნენ, რომ ნეიტრალური პირები არიან

მოვუწოდებ თითოეულ მასწავლებელს, თითოეული რესურს ცენტრის ხელმძღვანელს, თითოეული ბაგა ბაღის თანამშრომელს, ჩახედონ ინსტრუქციებს, ჩახედონ კანონს და იცოდნენ, რომ ისინი არიან ნეიტრალური პირები, ისინი თავიანთ პოლიტიკურ პოზიციას გამოხატავენ პირველ რიგში საარჩევნო ურნასთან ფარულად და რომ მათ ეკრძალებათ პოლიტიკური სიმბოლოების შეტანა სკოლებში, სიების შეგროვება და ა.შ 

განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ბაღების გამგეების მიერ კახა კალაძის მხარდამჭერი სიების შედგენის საკითხი განიხილეს. ინფორმაცია, რომ ბაღების დირექტორებს კალაძის მხარდამჭერი სიების შედგენა დაავალეს, გასულ კვირას სტუდია მონიტორმა გაავრცელა. ბაღების მართვის სააგენტომ და ქართული ოცნების წევრებმა აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს. 

კომენტარები