არჩევნები 2017

კალაძე: სანამ ცოცხლები ვართ, ვერავინ შეურაცხყოფს ჩვენს ენას, მამულს, სარწმუნოებას

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძველი თბილისის რეაბილიტაცია, ჩვენ ქალაქს უნდა დავუბრუნოთ ის ხიბლი, ის სილამაზე, რაც ყოველთვის ჰქონდა. მომდევნო 4 წლის განმავლობაში, დაახლოებით 500 მილიონი ლარის ინვესტიცია გვაქვს განსახორციელებელი ამ მიმართულებით, ეს არის ის, რითაც ამაყობს ჩვენი ქვეყანა, კულტურა, ტრადიციები. დღეს კონკრეტული პარტიები, პოლიტიკოსები და ტელევიზია მიზანმიმართულად ებრძვის ამ ყველაფერს, მაგრამ ვაძლევ პირობას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას - სანამ ცოცხლები ვართ, სანამ პირში სული გვიდგას, ვერავინ ვერ მიაყენებს შეურაცხყოფას ჩვენს ენას, მამულს და სარწმუნოებას. ეს არის, ის რაზეც საუკუნეებია დგას ჩვენი ქვეყანა, რითაც ვამაყობთ თითოეული ჩვენგანი.

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ტელეკომპანია იმედის ეთერში, პოლიტიკურ დებატებში.

კომენტარები