არჩევნები 2017

პრემიერი: ავაშენებთ სიყვარულზე დაფუძნებულ ქვეყანას, მჯერა სისხლის თითოეული წვეთით

ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ ახლოს იმ წარმატებასთან, რომელსაც თქვენთან ერთად ვაშენებთ, მაგრამ ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ვდგამთ, უკვე გადავდგით და მომავალში დაგეგმილი გვაქვს, აშენებს იმ საფუძველს, რომელსაც დაემყარება ძლიერი, ერთიანი, სიყვარულზე დაფუძნებული ქვეყანა, რომელსაც ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველო ჰქვია.

მე ამის თქვენთან ერთად მჯერა, მჯერა თითოეული წვეთით იმ სისხლისა, რომელიც ჩემს ძარღვებშია, ჩემო მეგობრებო. დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანს სწორედ ასეთი სიყვარული აქვს ძარღვებში, სწორედ ასე უცემს გული, რომ ჩვენ ერთად ავაშენოთ ის ღირსეული ქვეყანა, რომლის ღირსებიც ჩვენი წინაპრები არიან, რომლის ღირსებიც ჩვენ ვართ და ჩვენი მომავალი თაობაა.

კიდევ ერთხელ, უპირველეს ყოვლისა, ქედს ვიხრი ყველა ადამიანის წინაშე, რომელიც უძლებს დღევანდელ დღეს და რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენთან ერთად აშენებს კიდევ უფრო გაბრწყინებულ საქართველოს.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მერობის კანდიდატების წარდგენისას.

კომენტარები