ქართული ოცნება

პრემიერი: ხალხის მხარდაჭერით ჩვენ ვადგავართ სტაბილურობის გზას

დარწმუნებული ვარ, რომ აქ მდგომი ადამიანებიდან ძალიან ბევრს არ აქვს დალხინებული ცხოვრება, მაგრამ დამერწმუნეთ, არ არსებობს ალტერნატივა იმისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ეს შეიძლება ძალიან ხმამაღალი ნათქვამი იყოს, მაგრამ ეს არის გააზრებული გზა, რომელსაც ჩვენ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ჩვენი ხალხის მხარდაჭერით ვადგავართ. ეს არის სტაბილურობის გზა, რომელიც ემყარება თითოეული ადამიანის ღირსებას, პატივისცემას და სიყვარულს. როგორ შეიძლება ჩვენ არ დავინახოთ და არ დავაფასოთ ეს ყველაფერი.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მერობის კანდიდატების წარდგენისას.

კომენტარები