მარგველაშვილი რუსეთზე: კეთილი ნების ქვეყნებმა უნდა შევქმნათ ერთიანი სტრატეგია

რუსეთი სულ ახალ შეზღუდვებს, სულ ახალ გამყოფ ხაზებს ააგებს ჩვენს ტერიტორიაზე და ასევე ზღუდავს იმ გადასასვლელ პუნქტებს, რომელიც არსებობს საქართველოს მთავარ ტერიტორიასა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის. ამას ახორციელებს სახელმწიფო, რომელიც არის გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი, სახელმწიფო, რომელსაც უნდა ამაღლებული პასუხისმგებლობა ჰქონდეს, როგორც  მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტს და კეთილი ნების ქვეყნებმა უნდა მოვახერხოთ, რომ შევქმნათ ერთიანი სტრატეგია, რომელიც ნათელ პასუხს გასცემდა რუსეთის პოლიტიკას, თავიანთი მეზობლების მიმართ.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მოკლე ბმული: