ე.წ ციანიდის საქმე

დეკანოზი მამალაძე: პატრიარქის მკვლელობის მომზადების აღიარებას მთხოვდნენ

დაკავების მომენტიდან, ანუ აეროპორტიდან რომ გამიტაცეს ისე რომ არც მითხრეს, რა ხდებოდა, პროკურატურაში მიყვანიდან საგამოძიებო მოქმედებების მსვლელობის მომენტში, სისტემატურად, პირადად ჩემი ადვოკატების თანდასწრებით, მთხოვდნენ, რომ მეღიარებინა მკვლელობის მომზადება, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა მეუფე დიმიტრი და იოსებ ოხანაშვილი.მიუხედავად იმისა, რომ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება მქონდა წაყენებული, მთხოვდნენ, რომ მეღიარებინა პატრიარქის მკვლელობის მომზადება. ეს იყო გენპროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძე და ის პროკურორები და გამომძიებლები, რომლებიც ჩემთან შემოდიოდნენ.

თქვა დეკანოზ გიორგი მამალაძემ რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში

კომენტარები