არჩევნები 2017

ვაშაძე: ყველა ტაქსი იქნება ელექტრო, მერიას კი ამის განხორციელება 0 ლარი დაუჯდება

არ არის ძვირი ელექტრომობილები, შეგიძლიათ, წახვიდეთ საქართველოში მოქმედ ავტოცენტრებში და ნახოთ, რა ღირს ელექტრომობილი. მაგალითად, ჰიუნდაის ცენტრში, თუ ეს რეკლამად არ ჩამეთვლება. ელექტრომობილისთვის ენერგიის მოხმარების ღირებულება იმდენად დაბალია, რომ იმას, რასაც ტაქსები ხარჯავენ ყოველთვიურად საწვავზე, იმის ნახევარი დაუჯდებათ განვადება ამ ელექტრომობილების. გამოსავალი ძალიან მარტივია.

აქ მთავარი ნდობის საკითხია, რაც მერიამ უნდა უზრუნველყოს და მოელაპარაკოს ტაქსებს. 

ტაქსის მძღოლს აქვს არჩევანი, ან ძვირს იხდის, დადის დანგრეული მანქანით და აქვს საშინელი გამონაბოლქვი. ან ახალი მანქანა ჰყავს და გამონაბოლქვის გარეშე დადის. 

ბიუჯეტი, რასაც ამაზე მერია დახარჯავს, იქნება ნული. ნული დაუჯდებათ გადასახადის გადამხდელებს ეს პროექტი.

მერიის კომპონენტი არის იმაში, რომ კომპანიები შემოვიდნენ და შედგეს დიალოგი ტაქსის მძღოლებთან. 

ტაბულასთან საუბარში ამბობს გიორგი ვაშაძე.

კომენტარები