ჰარვი ვაინშტაინის საქმე

გამყრელიძე ვაინშტაინზე: ამდენი ქალი უარზე რომ არ არის და მხოლოდ ზურგს ახეხინებ, გასაგდები ხარ

ჰარვი ვაინშტეინს ერთი ქვა მეც უნდა ვესროლო! სექსუალურ ძალადობას ახორციელებდაო და ყველამ ერთხმად მოიძულა, კინოაკადემიიდან გააგდეს და ცოლიც გაექცა. ამ ისტორიაში კი მთავარი, თავად სექსუალური ძალადობის ფორმაა. სასტუმროს ნომერში იბარებდა მსახიობ ქალებს (ძაააალიან ცნობილებსაც, მათ შორის) და მათ წინ იხდიდა. ხანდახან აბაზანაში შხაპს იღებდა და ამას აყურებინებდა. როგორც გაირკვა, არც მსახიობი ქალბატონები იყვნენ უარზე. ჰოდა, ამდენი კაი-კაი ქალი, უარს რომ არ გეუბნება და შენ მხოლოდ ზურგს ახეხინებ აბაზანაში და მეტს არაფერს ითხოვ, გასაგდები ხარ კინოაკადემიიდან, აბა რა ხარ ?
აღვირახსნილი პათოლოგი ეგა !

პლატფორმა "ერთობა ახალი საქართველოს" წევრი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში ჰარვი ვაინშტაინის სკანდალს ეხმაურება.

კომენტარები