საქართველოს პარლამენტი

კობახიძე: პარლამენტის შენობაში წყალი ჩამოდის, საჭიროა დაუყოვნებლივ რეაბილიტაცია

თქვენ ყველა ხედავთ, რა მდგომარეობაშია ქუთაისის შენობა, რა მდგომარეობაშია მისი მიმდებარე ტერიტორია. ნამდვილად არ არის სახარბიელო ვითარება. სამწუხაროდ, შენობაში წყალი ჩამოდის, შესაბამისად, საჭიროა შენობის დაუყოვნებლივ რეაბილიტაცია, მათ შორის, გადახურვის - შუშის კონსტრუქციის რეაბილიტაცია. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ეს უნდა გაკეთდეს არა მხოლოდ პარლამენტისთვის, ეს პარკი მოემსახურება ქუთაისის მოსახლეობას.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

კომენტარები