არჩევნები 2017

გახარია: მოხიბლული ვარ იმ გეგმებით, რომლებიც კალაძემ წარმოაჩინა

ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ბიზნესმა შეძლოს, შექმნას დამატებითი ღირებულება, შეძლოს ეკონომიკის ზრდა და სამუშაო ადგილები შექმნა. ამ მიდგომით და ამ შემართებით ვიმუშავებთ თბილისთან ერთად იმ პროგრამების განხორციელებაზე, რომელიც კახა კალაძემ დღეს წარმოადგინა. მე მართლაც მოხიბლული ვარ იმ გეგმებით, რომლებიც იყო წარმოჩენილი და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ კახის შრომისუნარიანობა, მისი მიზანმიმართულობა და მისი ლიდერული თვისებები არის მართლაც მისაბაძი და მას წარმატებას ვუსურვებ.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, კახა კალაძის წინასაარჩევნო პროგრამის შესახებ.

კომენტარები