ოთხპუნქტიანი გეგმა

კვირიკაშვილი: 2018 წლის მეორე კვარტლიდან დაიქოქება ინფრასტრუქტურული პროექტები

დღეს უკვე მომზადების პროცესი თითქმის დასასრულს მიუახლოვდა და 2018 წლის მეორე კვარტლიდან ერთდროულად დაიქოქება ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც სერიოზულ დინამიკას მოიტანს არა მარტო თბილისის, მთელი ქვეყნის მასშტაბით. მთლიანი ჯამი ამ პროექტების 2016 წლის ბაზასთან შედარებით, 89-90 პროცენტიან ზრდას გულისხმობს. ეს არის 1 მილიარდ 800 მილიონზე მეტი დანახარჯები, რაც ძალიან ბევრი ახალი სამუშაო ადგილია; კიდევ უფრო მეტი დინამიკა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და ეს, რა თქმა უნდა, აისახება თითოეული ადამიანის ყოფაზე. დარწმუნებული ვარ, მომავალი წელი იქნება ძალიან მზარდი დინამიკის სერიოზული განვითარების წელი.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ოთხპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

კომენტარები