ლავასოღლის საქმე

თარგამაძე ლავასოღლის გათავისუფლებაზე: ერთადერთი მიზანი არჩევნებზე ზემოქმედებაა

არ მოველოდი ასე თავხედურად და ნაჯახისებურად თუ გააკეთებდნენ ამას [ლავასოღლის გათავისუფლება]. არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე ეს ადამიანი გაათავისუფლეს. წარმოიდგინეთ, კანონიერი ქურდობა და კიდევ ბევრი სხვა ბრალდება ვერ დაუმტკიცეს ადამიანს, რომელსაც ზედ ახატია რვა ქურდული ვარსკვლავი და მინიმუმ ათი ინტერვიუ მაინც არის, სადაც იძახის, რომ ქურდია, მათ შორის მოლდოვაში დაკავებისას, საიდანაც აქ ექსტრადირება მოახდინეს. ერთადერთი მიზანი, ბუნებრივია, არის არჩევნებზე ზემოქმედება

"ევროპული საქართველოს" წევრმა გივი თარგამაძემ რუსთავი 2-თან კანონიერ ქურდზე ლავასოღლიზე ისაუბრა. იგი გუშინ 16 ოქტომბერს, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. სასამართლომ მას კანონიერი ქურდობა ვერ დაუმტკიცა. ლავასოღლიმ საქართველო დატოვა.

კომენტარები