პანორამა თბილისი

ჭყონია: 1 ლარი ცოტა იაფია, მე McDonald’s-ის მიწაში 850 ათასი გადავიხადე

დღეს საუბრობენ, რომ ერთ ლარად არის შეძენილი რაღაც მიწა და სამაგიეროდ ერთი მილიონის ინვესტიციას ახორციელებენ. მე ქუთაისში McDonald’s რომ ავაშენე 850 ათასი გადავიხადე მიწაში და 3 მილიონის ინვესტიცია გავაკეთე. მე ვფიქრობ, რომ მაინც ერთი ლარი ცოტა იაფია.

თუმცა, მე არ მჯერა, როდესაც საუბრობენ, რომ ის პროექტები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს, არის შეცდომა. მე არ მინდა პროექტი პოლიტიკურ ჭრილში განვიხილო, ვგულისხმობ "პანორამა თბილისს". მაგრამ მეორე მომენტია - რამდენად დროულია ამ პროექტის გაკეთება. შეიძლება უფრო დიდი თემა იყოს ძველი თბილისის რეაბილიტაცია. ბიძინა ივანიშვილი არის ცნობილი როგორც ქველმოქმედი. მე რაზეც ვსაუბრობ (ძველი თბილისის რეაბილიტაცია), ეს არ არის ბიზნესი, ეს არის ქველმოქმედება. ივანიშვილი, რასაც ახლა აკეთებს, ბიზნესია, შერეული ქველმოქმედებასთან ერთად, ვითომ... მაგრამ მაინც ბიზნესია.

საქმის კურსთან საუბარში ამბობს ბიზნესმენი თემურ ჭყონია.

კომენტარები