უმცირესობების უფლებები

სიჭინავა კაშიას: Respect, დაუშვებელია დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის გამო

მინდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრისა და ვიცე-კაპიტნის, გურამ კაშიას ირგვლივ ატეხილ ხმაურს გამოვეხმაურო და მასზე ვისაუბრო.

გურამი ნაკრების წევრი და ვიცე-კაპიტანია, „ვიტესის“ კაპიტანი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის იცავს ყველა იმ ნორმას, რასაც უეფა ითხოვს - პატივისცემა და "არა რასიზმს".

კაშიამ დააფიქსირა ის, რომ ყველა ადამიანი, განურჩევლად მისი სექსუალური შეხედულებისა, არის ჩვენი საზოგადოების ჩვეულებრივი წევრი და მათი განსხვავება რაიმე ნიშნით, მიუღებელია. 

4 წელი, უეფაში, სამართლიანი თამაშისა და სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტში, ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობდით და სწორედ ამას ვუწევდით პროპაგანდას, რომ დაუშვებელია ადამიანების დისკრმინაცია მათი სექსუალური ორიენტაციის გამო, არ შეიძლება მათი საზოგადოებიდან გამორჩევა და გარიყვა. 

ადამიანებს ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და სიყვარული უნდა ჰქონდეთ, არ უნდა შევურაცხვყოთ ერთმანეთი განსხვავებული შეხედულებების გამო.

გურამ, შენ, პირადად ჩემთვის იყავი და ყოველთვის იქნები ქართული ფეხბურთის ნაწილი. შენ ბევრჯერ დაამტკიცე, რომ პატივია საქართველოს დროშის ქვეშ თამაში და ვამაყობ იმით, რომ შენთან ერთად ბევრი წელი ვიმუშავე.

#respect Guram Kashia

ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი და ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ფეხბურთელ გურამ კაშიას მიმართავს. ცნობისთვის, კაშიამ ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-8 ტურის მატჩზე, LGBT ადამიანების მხარდამჭერი სამკლაურით ითამაშა.

კომენტარები