პრემიერი: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა

ჩვენს ქვეყანაში ტარდება მნიშვნელოვანი არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მე დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები იქნება მორიგი დასტური იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების, ცვლილებების შედეგად, ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ წინასაარჩევნო პროცესი იყო უპრეცედენტოდ მშვიდი. ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი, მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება, რაც იმას მოწმობს, რომ ქართული ოცნების სახით ქვეყანას მართავს პოლიტიკური გუნდი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული, კონკურენტული არჩევნების ჩატარება.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები