არჩევნები 2017

პრემიერი: ჩვენი სიძლიერე და უპირატესობა არის განსხვავებული აზრის პატივისცემა

მინდა, მოვუწოდო ჩვენს მომხრეებს და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი ძლიერება არის სწორედაც განსხვავებული აზრის პატივისცემა, ჩვენი უპირატესობა სწორედ ამაში მდგომარეობს. სწორედ ამაშია ის დიდი განსხვავება და ის ცვლილება, რომელიც ქვეყანაში განხორციელდა 2012 წელს და და 2012 წლის შემდგომ ჩატარებულ ყველა არჩევნებში კიდევ ერთხელ დადასტურდა.

მე მჯერა, რომ ჩვენი მოსახლეობა სათანადოდ აფასებს ამ ძალიან დიდ ტრანსფორმაციას, რომელიც ქვეყანაში განხორციელდა და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების მიერ შექმნილ სრულიად სხვა რანგის და სხვა ხარისხის დემოკრატიას ჩვენი მოსახლეობა სათანადოდ დააფასებს, როგორც ეს მოხდა გასული რამდენიმე არჩევნების განმავლობაში.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები