არჩევნები 2017

კალაძე: მე ვიქნები ადამიანი, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას გაწევს

ქალაქის ათივე რაიონში დაგეგმილი გვაქვს მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობა, სადაც იქნება საფეხბურთო, საკალათბურთო მოედნები, იქნება საცურაო აუზი და რაც მთავარია ეს იქნება ყველა თაობის ადამიანისათვის ხელმისაწვდომი. ჩვენ ჩვენს შვილებს, ჩვენს პატარებს თავიდანვე უნდა ვუთხრათ და შთავაგონოთ, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება და მე ვიქნები ადამიანები ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას გაწევს ახალგაზრდებისთვის.

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე პირველი არხის ეთერში წინასარჩევნოდ დებატებში.

კომენტარები