არჩევნები 2017

ხოშტარია: მნიშვნელოვანია შედგეს პრეცედენტი, როცა თვითმმართველობაში არის ოპოზიცია

საქართველოს დემოკრატიისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ შედგეს პრეცედენტი, როცა ადგილობრივ თვითმმართველობაში არის ოპოზიციური პარტია. ის არის ოპოზიციაში ხელისუფლებასთან, მაგრამ ქალაქის და ადამიანების ინტერესებიდან გამომდიანარე ისინი შეძლებენ შედეგების დადებას. საბოლოო ჯამში ტრამვაი ევროპულ საქართველოს კი არ სჭირდება ტრამვაი სჭირდება მოქალაქეებს, სატრანსპორტო რეფორმა ელენე ხოშტარიას კი არ სჭირდება ქალაქს სჭირდება და არ არსებობს არგუმენტი რატომ უნდა შეუშალოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ხელი ქალაქისთვის და ადამიანებისთვის სასარგებლო პროექტების განხორციელებას. რა თქმა უნდა ეს ხელისფულება არ არის ხალხზე ორიენტირებული და ეს ჩვენ კარგად ვნახეთ, მაგრამ აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ჩვენ ვაიძულოთ ხელისფულება, რომ ქალაქისთვის სასარგებლო პროექტებზე ითანამშრომლოს და ისინი არ დაბლოკოს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ოპოზიცია ვართ.

ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია პირველი არხის ეთერში წინასაარჩევნო დებატებში.

კომენტარები