არჩევნები 2017

უდუმაშვილი: მთავარია თბილისის მერიაში დავამყაროთ ჯერ წესრიგი და შემდეგ დედაქალაქში

დღეს თბილისის მერია არის დიდი ბიუროკრატიული მექანიზმი, სადაც იფლანგება ათეულობით მილიონი ლარი. მთავარია თბილისის მერიაში დავამყაროთ ჯერ წესრიგი და შემდეგ წესრიგი დავამყაროთ თავად დედაქალაქში. თბილისის მერიაში ბიუროკრატიული მექანიზმების შემცირებით ას მილიონზე მეტს დავზოგავთ, რომელიც მიმართული იქნება ჯანდაცვისა და სოციალურ პროექტებზე. დღეს თბილისის მერია სტრუქტურულადაც გაუმართავია. ეს არის გამგეობები, რომლის გაუქმებასაც ვგეგმავ საერთოდ და გამგეობების და მუნიციპალიტეტების ნაცვლად, თბილისში იქნება 32 სერვის-ცენტრი, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი, პირველი არხის ეთერში, წინასაარჩევნო დებატებში.

კომენტარები