არჩევნები 2017

თორნტონი: შეშფოთებულები ვართ, ვიმედოვნებთ, მარნეულის ინციდენტი უკანასკნელი იქნება

შეშფოთებულები ვართ მარნეულში მომხდარი ინციდენტის გამო. ჩვენს დამკვირვებლებს დავავალეთ ვითარებაში გასარკვევად ადგილზე ჩავიდნენ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიძიოს მომხდარი და დამნაშავეები მართლმსაჯულებას გადასცეს. ნებისმიერი სახის ძალადობა არჩევნების დროს მიუღებელია. ვიმედოვნებთ, ეს ინციდენტი უკანასკნელი იქნება და არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩაივლის.

NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი მარნეულში ქართული ოცნების წევრებზე თავდასხმაზე. (რუსთავი 2-ის თარგმანი).

კომენტარები