არჩევნები 2017

წულუკიანი მარნეულის ინციდენტზე: თავი შევიკავოთ ვერსიებისგან

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რაიმე ტიპის ვერსიებზე საუბარი ამ ეტაპზე, რადგან მიმდინარეობს გამოძიება, ვერავითარი პოლიტიზირება ამ საკითხისა ვერ მოხდება მარტო იქიდან გამომდინარე, რომ სტატუსი ჰქონდა და აქვს ერთ-ერთ დაჭრილ პირს კანდიდატისა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არჩევნებთან და პოლიტიკასთან ამ თემის დაკავშირების გარეშე უნდა დავაკვირდეთ და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. 

განაცხადა თეა წულუკიანმა მარნეულში მომხდარი ინციდენტის შეფასებისას, როდესაც 4 ადამიანი, მათ შორის ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი და მოქმედი დეპუტატი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. 

კომენტარები