არჩევნები 2017

ნაჯა ორაშვილი: მნიშველოვანია, რომ ქალები გამოვიდნენ წინა ხაზზე

მთელი ეს პერიოდი მართლა ბრძოლასთან არის დაკავშირებული, თუკი გვინდა ჯანსაღი სოციუმის მიღება, ჯანსაღი საზოგადოების მიღება, ძალიან ბევრ პრობლემას ვაწყდებით, ნარკოპოლიტიკიდან დაწყებული, იმით გაგრძელებული, რომ ქალები არ არიან ჩართული პოლიტიკაში. თუნდაც ის, რომ უფრო მეტი კანდიდატი არის კაცი, ვიდრე ქალი. მერის კანდიდატი იქნება თუ სხვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალები გამოვიდნენ წინა ხაზზე. იმიტომ, რომ ამომრჩეველი ქალი უფრო მეტია. ამ ცვლილებებში ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ, ამიტომ ყველა უნდა წავიდეთ არჩევნებზე

კლუბ BASSIANI-ს დამფუძნებელი

კომენტარები