არჩევნები 2017

კვირიკაშვილი: ეს არის თბილისის და თბილისელების გამარჯვება

ეს არის თბილისის და თბილისელების გამარჯვება, ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს გამარჯვება. ჩვენ ველოდებით საბოლოო შედეგებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დათვლებს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, დაადასტურებს ქართული ოცნების გამარჯვებას. დღეს ამომრჩევლების უმრავლესობამ ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის და წინ კიდევ უფრო მასშტაბური გეგმები აქვს. მინდა ყველას მადლობა ვუთხრა მხარდაჭერისთვის, ნდობის ასეთი მაღალი ხარისხისთვის. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და მინდა იცოდეთ, რომ თითოეული ჩვენგანი მთელი ძალისხმევას სწორედ ამ ნდობის განსამტკიცებლად მიმართავს. მადლობას ვუხდით საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს და ადგილობრივ ორგანიზაციებს გაწეული სამუშაოსთვის. ეს არჩევნები გახლავთ ქართული დემოკრატიის მნიშვნელოვანი გამარჯვება. 

საქართველოს პრემიერმინისტრის პირველი კომენტარი რუსთავი 2-ის ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნების კანდიდატმა, კახა კალაძემ პირველივე ტურში, 54%-ით გაიმარჯვა.

კომენტარები