არჩევნები 2017

ბურჯანაძე: ივანიშვილმა და ბოკერიამ საჩხერე გაინაწილეს

საჩხერის საარჩევნო უბნებზე მიღებული შედეგების ელემენტარული ანალიზი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვთქვათ - ბიძინა ივანიშვილს სურდა მეორე ადგილზე გაეყვანა "ბოკერია-ბაქრაძე-უგულავას ნაციონალური-მოძრაობა". მოხდა გარიგება ბოკერიასა და ივანიშვილს შორის. უბრალოდ მათ იმდენიც ვერ გააყალბეს, რამდენის სურვილიც ჰქონდათ. კერძოდ, საჩხერის პრაქტიკულად ყველა უბანზე მეორე ადგილზეა "ევროპული საქართველო". ივანიშვილმა და ბოკერიამ საჩხერე გაინაწილეს. საჩხერე არის ერთადერთი რაიონი მთელს საქართველოში, სადაც ყველა უბანზე მეორე ადგილზე ბოკერიას პარტია გავიდა. 

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ამბობს დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საჩხერეში 88%-ით ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა. მეორე ადგილზე 5.16%-ით ევროპული საქართველოა, მესამეზე 4.91%-ით ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა.

კომენტარები