არჩევნები 2017

კალაძე: მერიაში რეფორმები, საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები იქნება

მოადგილეებს რაც შეეხება, თუ ვინ იქნებიან ჩემი თანაგუნდელები, ვინ რა პოზიციას დაიკავებს, ამასთან დაკავშირებით ძალიან მალე მოგახსენებთ დეტალურ ინფორმაციას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპეტენტურობა, პროფესიონალიზმი, გამოცდილების მქონე ადამიანები და სხვათაშორის, ძალიან ღია და გამჭვირვალე ვიქნებით და იქნება ეს პროცესები მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში. საკადრო ცვლილებები იქნება, იქნება რეფორმები, იქნება სტრუქტურული ცვლილებები, სხვათაშორის ძალიან ბევრი კომპეტენტური ადამიანი მუშაობს მერიაში და მაქსიმალურად შევეცდებით, ყველას პროფესიონალიზმი იქნეს გამოყენებული ქალაქის საკეთილდღეოდ. 

განაცხადა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. ის მერის უფლებამოსილების შესრულებას ნოემბრის მეორე ნახევრიდან შეუდგება.

კომენტარები