ნეპოტიზმი

ხუნდაძე: ნეპოტიზმი ქართული ოცნების მახასიათებელი არ არის

ნეპოტიზმი ქართული ოცნების მახასიათებელი არ არის, მთელ გუნდში თუ ორი ადამიანი ერთმანეთის ნათესავი აღმოჩნდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნეპოტიზმით ან ნათესაური კავშირებით ყალიბდება გუნდი, ეს გამორიცხულია. ზოგადად ქვეყანა თავისი მოსახლეობის რიცხვით ისეთი პატარაა, შეიძლება 2 და 3 ადამიანიც კი აღმოჩნდეს ერთმანეთის ნათესავი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მმართველი გუნდი ყალიბდება რაღაც ნათესაური კავშირებით, ეს გამორიცხულია.

ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე თანაგუნდელის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, თამაზ მეჭიაური გუნდში "ნათესაური კავშირის გამო" აიყვანა.

კომენტარები