ე.წ ციანიდის საქმე

მეუფე დიმიტრი: დეკანოზმა მითხრა, რომ ვიდეოდან მისი მნიშვნელოვანი ფრაზა ამოჭრილია

ჩემი მთავარი კითხვა [მამა გიორგისთან] იყო, როდესაც ჩანაწერებში საუბარია დოზაზე, განეიტრალებაზე ტკბილის - ვისზეა ლაპარაკი? ადამიანზეა, ცხოველზეა თუ ვისზე. თვითონ  მამა გიორგი ამბობს, რომ ვიდეო დამონტაჟებულია უცნაურად. ის ასევე ამბობს რომ, ვიდეოდან ერთი ძალიან საინტერესო ფრაზა არის მისი ამოჭრილი. ირაკლი მამალაძე მისვამს ამ კითხვებსო და მე ვეუბნები ეს ადამიანის მოსაკლავად კი არ მინდაო.

მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხეში მოინახულა. მისი თქმით, "მე მსაყვედურობოდნენ, ამდენი ხანი რატომ არ მოინახულე, რატომ არ ნახე".

კომენტარები