ციანიდის საქმე

მეუფე დიმიტრი: ვერ გავიგე, რა კავშირშია მჩხიბავობის საკითხი ციანიდის საქმესთან

მე ვესაუბრე სოსო ოხანაშვილს სასამართლოზე მის მიერ მიცემულ ჩვენებებთან დაკავშირებით. ის მეუბნება, რომ მე ამას [აუდიოჩანაწერს] ვერაფრით ვერ გავავრცელებდი, მე ვარ უცხოეთში და იმას მოსთხოვეთ, ვინც სასამართლოდან გამოიტანა ჩემი სასამართლოში მიცემული ჩვენებაო. ის ამბობს - სასამართლოზე კითხვა დამისვეს და პასუხი გავეციო. მე მართალი გითხრათ, ცოტა გაოცებული ვარ, რა კავშირშია იგივე პატიმრობის შეწყალების საკითხი, მჩხიბავობის საკითხი ციანიდის საქმესთან, დღემდე ვერ ვაკავშირებ ერთმანეთთან.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ე.წ მატროვოსის ციხის დატოვების შემდეგ.

კომენტარები