ქართული ოცნება

ქუცნაშვილი: ნეპოტიზმი არაფერ შუაშია, როცა გაშანტაჟებენ კომპრომისზე გიწევს წასვლა

ნეპოტიზმი არაფერ შუაშია, იმიტომ, რომ როცა პოლიტიკაში გაშანტაჟებენ და არჩევანის დიაპაზონი ფართო არ გაქვს, გიწევს კომპრომისზე წასვლა. ეს იყო კომპრომისი, რომელმაც სავალალო შედეგები გამოიღო.

არასდროს გიკითხავთ თქვენ ამის თაობაზე, თორემ მე შემეძლო, ადრეც მეპასუხა - არასდროს დაგისვამთ ეგ შეკითხვა, არის თუ არა ნათესაური კავშირი თქვენს შორის, როგორ აღმოჩნდა თამაზ მეჭიაური თქვენს გუნდში... დაგისვამთ ეს შეკითხვა ვინმეს? პოლიტიკის კანონებით შეცდომებზე პასუხი უნდა ზღო, როგორც ჩანს, ჩემი გამოსასწორებელი ხდება ის შეცდომა, რომელიც მე დავუშვი 2012 წელს.

უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი იმედის ეთერში კიდევ ერთხელ საუბრობს თამაზ მეჭიაურზე, რომელიც, მისივე თქმით, 2012 წელს პარლამენტში ნათესაობის გამო მიიყვანა.

კომენტარები