არჩევნები 2017

მეჭიაური: ეს არის კოალიცია "ქუცნა"

ეს არის კოალიცია "ქუცნა", ოთხივე არის ერთი და იგივე. ოთხივეს ვერ შეგპირდებით, მაგრამ ის ორი დაამთავრებს თავის მოღვაწეობას. ის არასამთავრობოები კი გააგრძელებენ, თუმცა, ზაქარია ქუცნაშვილი თვითონვე გამოჩნდება, როგორც იმ არასამთავრობოების უშუალო ხელმძღვანელი. თიანეთში ჩემი გამარჯვება სასამართლომ დაადასტურა და ეს სამართლებრივი დავა მოვიგე. ახლა მე არ ვიცი, რის საფუძველზე ითხოვენ სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას.

თამაზ მეჭიაურის კომენტარი 4 სუბიექტის სარჩელთან დაკავშირებით, რომლებიც თიანეთში არჩევნების შედეგებზე მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, მეჭიაურმა არჩევნები ერთი ხმით მოიგო. თამაზ მეჭიაურის კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომენტარები