არჩევნები 2017

პრემიერი: თითოეული ახალი არჩევნები ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არის უფრო გამჭვირვალე

ორიოდე სიტყვით, კიდევ ერთხელ შევეხები თვითმმართველობის არჩევნებს. მინდა, ყველას მოგილოცოთ 21 ოქტომბერს ჩატარებული ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იმიტომ, რომ ეს არის დიდი წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის. ქართული დემოკრატიის განვითარების კუთხით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდობიან გარემოში. არჩევნები ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლის მიერ შეფასდა, როგორც თავისუფალი და დემოკრატიული და მინდა, მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ყველას, ვინც წვლილი შეიტანა არჩევნების ასეთ ფორმაში ჩატარებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს. ასევე, ადგილობრივ დამკვირვებლებს. მადლობა მინდა გადავუხადო არასამთავრობო სექტორს და, ასევე, მედიას, ასეთი კარგი გაშუქებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ყველამ დაინახა განსხვავება და თითოეული ახალი არჩევნები ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არის უფრო გამჭვირვალე, კიდევ უფრო დემოკრატიული. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა გუნდმა ჩაატარა მომავალზე ორიენტირებული, პროგრამაზე ორიენტირებული წინასაარჩევნო კამპანია და საერთოდ, ამ არჩევნების პროცესში გაცილებით უფრო ნაკლები იყო სიძულვილის ენა, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. გილოცავთ ყველას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნების ასეთ დონეზე ჩატარება სათანადოდ დაფასდება ჩვენი მეგობრების მიერ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ეს იქნება ძალიან დიდი ქულა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინეტგრაციის პროცესში.

პრემიერმინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, თვითმმართველობის არჩვენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

კომენტარები