თბილისის მერია

უგულავა: როგორც კალიგულამ დასვა ცხენი კონსულად, ისე აარჩევინა ივანიშვილმა ნარმანია

ივანიშვილმა ნარმანია დანიშნა ძალიან კონკრეტული მიზნით. ის მიდიოდა პოლიტიკიდან და მან განაცხადი გააკეთა, რომ აი კალიგულამ როგორც ცხენი აარჩევინა, ზუსტად ასეთივე სვლა გააკეთა, "აი ნახეთ თბილისელებო, აგარჩევინებთ ამ კაცს". მე პირადად ნარმანაის არაფერს არ ვერჩი, ის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო გაუგებრობაში მოყოლილი და ბედნიერია, რომ ახლა ეს გაუგებრობა მთავრდება. ეს აბსოლუტურად არ იყო მისი საქმე, ამიტომაც არის, რომ მისი გუნდიდან ყველა ერიდება მის დაცვას, მასზე კარგის საუბარს.

ტელეკომპანია პირველის ეთერში ამბობს გიგი უგულავა.

კომენტარები