ქუცნაშვილი-მეჭიაური

კობახიძე: ქუცნაშვილთან ერთად დავსხდებით და ვისაუბრებთ იმაზე, რაც მოხდა თიანეთში

ის რაც მოვისმინეთ სასიამოვნო მოსასმენი ნამდვილად არ იყო. გუნდში ზოგადად ყველა საკითხთან დაკავშირებით ვმსჯელობთ, რაც მოგვწონს და არ მოგვწონს. ყველა საკითხზე გვექნება მსჯელობა, მათ შორის ზაქარია ქუნცაშვილთან ერთადაც ბუნებრივია დავსხდებით და ვისაუბრებთ იმაზე, რაც მოხდა ზოგადად თიანეთში. მათ შორის, შეგვიძლია განვიხილოთ განცხადებები. თიანეთს რაც შეეხება ყველაფერი სამართლებრივ ჭრილში უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილი და მადლობა ღმერთს, საბოლო ჯამში, სამართლებრივად გადაწყდა ის დავა, რომელიც წარმოებდა. შესაძლოა, ეს არ იყო ჩვენთვის სასიამოვნო, იმიტომ რომ საუბარი იყო ქართული ოცნების საპირისპირო გადაწყვეტილებაზე, რომელიც გამოიტანა სასამართლომ, თუმცა მთავარია, რომ სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და სამართლებრივ ჭრილში გადაწყდა ყველაფერი. გარკვეული განცხადებები ემოციურ ფონზე იყო გაკეთებული. შესაბამის პროცესებში, სამწუხაროდ, მე, 2012 წელს არ ვიყავი ჩართული. ამიტომ კომენტარების გაკეთება გამიჭირდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ზაქარია ქუცნაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ, იმედის ეთერში.

კომენტარები