ლარის გაუფასურება

სებ-ის ვიცეპრეზიდენტი: გვინახავს უფრო მეტი გაუფასურება

რომ შევხედოთ კურსის ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორებს, რასაც ჩვენ ფუნდამენტურ ფაქტორებს ვეძახით, ეს არის პოზიტიური, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალო და გრძელვადიანად კურსს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. მოკლევადიან პერიოდში, რა თქმა უნდა, მოლოდინებია, რომელიც ზოგჯერ შეიძლება დასაბუთებული იყოს, ზოგჯერ დაუსაბუთებელი, მაგრამ ეს არის კონკრეტული ბიზნეს სუბიექტების, ფიზიკური პირების თუ კომპანიების გადაწყვეტილება, რომლებიც თავიანთი მოლოდინებიდან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებებს, რაც ბუნებრივია კურსზე გავლენას ახდენს. თუ ამას მოჰყვება აჟიოტაჟი, კურსის მერყეობაც მაღალი იქნება. გვინახავს უფრო მეტი გაუფასურება, მაგრამ გაუფასურება შემდეგ იწვევს საპირისპირო პროცესებს - ერთი, რომ მოლოდინების მიღება ხდება და მეორე, რომ ფუნდამენტური ფაქტორები უფრო უმჯობესდება, რაც ასევე გაუფასურების შეტრიალებას იწვევს. თუ დავინახავთ, რომ ინფლაციის საფრთხე იქნება, ჩვენ ყველანაირი ინსტრუმენტი გვაქვს ამაზე გავლენის მოსახდენად.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ამბობს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი. 30 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 2.61 თეთრით გაუფასურდა, რის შდეგედაც დოლარის ღირებულებამ 2.5873 ლარს მიაღწია.

კომენტარები