სააკაშვილი: საქართველოში არ ვაპირებ წყნარად ჯდომას საკანში და იქიდან ლუღლუღს

ივანიშვილთან მოლაპარაკებით თუ წაუცდათ ხელი ჩემს მოტაცებაზე, თორემ ჩვეულებრივი პროცედურებით მე ეგენი ვერ გადმომცემენ. ჩვეულებრივად, რომ მრავალი კვირა მომათავსონ რაღაც საპატიმროში და ექსტრადირება მოახდინონ, ეს ისეთი სისულელეა, ამას ვერც პოლიტიკურად და ვერც სამართლებრივად ისინი ვერ გაუძლებენ. ერთადერთი გზაა, რომ მომიტაცონ და მტაცონ ხელი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ხალხი დამყვება და ჩამტენონ თვითმფრინავში, მაგრამ ამას მოჰყვება, ჯერ ერთი, უკრაინის მთავრობის და პრეზიდენტის დამხობა და მეორე, ეს ძალიან დააჩქარებს ეს ივანიშვილის მოქისტვას საქართველოდან. თუ ასე გამიკეთეს, მე საქართველოში არ ვაპირებ წყნარად ჯდომას საკანში და იქიდან ლუღლუღს, აქტიურად ბრძოლას ვაპირებ, თუკი ეს მოხდა და ეს ბრძოლა იქნება ოლიგარქების წინააღმდეგ. ნამდვილად არ ვაპირებ, საქართველოს ოლიგარქს ვუყურო რომელიმე საკნის სარკმლიდან, ვაპირებ აქტიურად ვიბრძოლო და ამისკენაც მოვმართავთ ჩვენ ყველა მომხრეს საქართველოში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2-თან ინტერვიუში.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები