საქართველოს პარლამენტი

"ოცნების" დეპუტატი: მიუღებელია სერიალებსა და შოუებში სასულიერო პირთა გაქილიკება

საქართველოს პატრიარქი არის საქართველოსა და ქართველი ხალხის იმედი, ამიტომ ქართველი ერისთვის შეურაცხმყოფელი და აღმაშფოთებელია საპატრიარქოსადმი გამოხატული ის სიძულვილი, რასაც ამ ბოლო დროს ვუყურებთ. ასევე, მიუღებელია სერიალებსა და თოქ-შოუებში, გასართობ შოუებში სასულიერო პირთა დაცინვა და გაქილიკება. ამიტომ გაფრთხილებთ, ნუ ცდით ქართული ერის მოთმინებას და ვინც არ უნდა დაგაფინანსოთ, თქვენ მიზანს ვერასოდეს ვერ მიაღწევთ - ვერც ეკლესიას და ვერც პატრიარქს ვერაფერს ავნებთ. ამას ჩვენი ხალხი არ დაუშვებს. ამიტომ გირჩევთ, შეწყვიტოთ ეს ბინძური კამპანია.

ქართული ოცნების დეპუტატი ალექსანდრე ერქვანია პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები