საქართველოს პარლამენტი

"ოცნების" დეპუტატი: პატრიარქმა ავტორიტეტი 40-წლიანი მოწამეობრივი მოღვაწეობით მოიპოვა

სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერ იტანენ და ვერ ეგუებიან საქართველოს პატრიარქისადმი ქართველი ერის სიყვარულსა და პატივისცემას. და მის ავტორიტეტს, რომელიც მან მოიპოვა 40-წლიანი მოწამეობრივი მოღვაწეობით. საქართველოს პატრიარქის მიერ განვლილი ცხოვრება არის თავგანწირვა უფლისადმი, მოყვასისასა და სამშობლოსადმი. სწორედ პატრიარქმა შეძლო ქართველ ერში ეროვნული ცნობიერება დაუბრუნებინა და ათეისტური საზოგადოება შელახული ღირსების აღსადგენად მოემზადებინა. და დღეს, ზოგიერთი პოლიტიკოსისგან ეკლესიაში რუსულ გავლენაზე საუბარი სამარცხვინოა. იმ დროს, როცა ზოგიერთი მათგანი აქტიურად თანამშრომლობდა რუსეთის სპეცსამსახურებთან, მაშინ საქართველოს პატრიარქი და სასულიერო პირები იბრძოდნენ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად, ჩვენი ერის კულტურისა და ქართული სულის გადასარჩენად.

ქართული ოცნების დეპუტატი ალექსანდრე ერქვანია პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები