ეკონომიკური ზრდა

კვირიკაშვილი: ქვეყნის ეკონომიკაში ჯანსაღი ტენდენციებია

მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო რეიტინგებში არამხოლოდ მსოფლიო ბანკის, არამედ სხვა ინსტიტუტების მიერ გაკეთებულ რეიტინგებშიც საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მიუთითებს იმ ჯანსაღ ტენდენციაზე, რომელიც ქართულ ეკონომიკაში არის. ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის ექსპორტის ზრდა, 28.5%-ით გაიზარდა წელს ექსპორტი. ტურისტების ზრდის რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს უკვე - შარშანდელ წლიურ მაჩვენებელს გადააჭარბა და 6.5 მილიონამდე ტურისტი შემოვიდა საქართველოში. გაზრდილია ასევე ფულადი გზავნილების მოცულობა და ეს არის რა თქმა უნდა ყველა ის ფაქტორი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის, რომელიც უკვე დღევანდელი მონაცემებით შეადგენს 4.7%-ს. არის მართლა ძალიან ჯანსაღი ტენდენცია, რომელიც აუცილებლად აისახება ახალ ინვესტიციებში, ახალ სამუშაო ადგილებში. მესმის, რომ ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაში ეს ერთბაშად არ აისახება რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის იცოდნენ, რომ ტენდენცია, რომელიც ქვეყანაში არის, არის ძალიან ჯანსაღი

მთავრობის სხდომაზე ამბობს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

კომენტარები