მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: თუ პოროშენკო ჩემს ექსტრადირებას მოახდენს, იქ ხელისუფლებას ჩამოაგდებენ

არ მაქვს მოქმედი უკრაინული პასპორტი. ხოლო პოროშენკო ჩემი საქართველოში ექსტრადირების პროცესშია. თუმცა, ამისთვის მას მთელი რიგი პროცედურების გავლა მოუწევს. ჩემი უფლებების დასაცავად ყველა კანონიერ გზას გამოვიყენებ. და თუ კი პოროშენკო ჩემს საქართველოში ექსტრადირებას მაინც მოახდენს, იქ ხალხი ხელისუფლებას ჩამოაგდებს. შემდეგ კი, ჩვენ ქართველი ოლიგარქის თავიდან მოშორების პროცესს დავიწყებთ. ვფიქრობ, მოვლენები საქართველოშიც და უკრაინაშიც ერთნაირად განვითარდება.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ ტელევიზიასთან საუბარში. რუსთავი 2-ის თარგმანი.

კომენტარები