სახელმწიფო ბიუჯეტი

კანდელაკი: ხელფასები და პრემიები გაზრდილია 369 მლნ-ით, პენსია და შემწეობები არ იზრდება

პირველ რიგში, მე და პარლამენტის წევრებს გვაინტერესებს მოგვახსენოთ, სად არის ამჟამად, ამ მომენტში საქართველოს პრემიერმინისტრი, რატომ არ წარმოადგენს ბიუჯეტის პროექტს ის, რადგან საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ბიუჯეტი უნდა წარმოადგინოს პრემიერმინისტრმა. რა არის ის უფრო მნიშვნელოვანი საქმე, რის გამოც ის პარლამენტს არ წარუდგენს დოკუმენტს, რომელიც პირდაპირ აისახება ჩვენი ხალხის ჯიბეზე. კოლეგებმა ისაუბრეს ფასების ზრდაზე, მართლაც ფასები გაიზარდა ყველაფერზე. ამის შედეგად გაიზარდა საარსებო მინიმუმი და ამ ფონზე თქვენი მთავრობა არ ზრდის მომავალ წელს არც პენსიას, არც პოლიციელების ხელფასს, არც მასწავლებლების ხელფასს, არც დევნილების შემწეობას, მაშინ, როცა 2012 წელთან შედარებით ბიუროკრატიული ხარჯები, ხელფასები და პრემიები გაზრდილია 369 მილიონი ლარით. ამ ფონზე, რატომ არ ითვალისწინებთ „ევროპული საქართველოს“ და ჩვენი ლიდერის, დავით ბაქარაძის წინადადებას ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების გზით პენსიის 50 ლარით გაზრდის შესახებ?

ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის განხილვისას

კომენტარები