ციანიდის საქმე

დეკანოზი: ითხოვდნენ მეუფე დიმიტრისთვის დამებრალებინა ილია II-ის მკვლელობის მცდელობა

პროკურატურა ჩემგან ითხოვდა გამეკეთებინა აღიარება თითქოს პატრიარქის მკვლელობის მცდელობას გეგმავდა მეუფე დიმიტრი და ამაში მას სოსო ოხანაშვილი ეხმარებოდა. მათ ეს აღიარება რომ ვერ მიიღეს ჩემი აზრით ამის საპასუხოდ დამსაჯეს და წამიყენეს ბრალი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში. მათ ჰქონდათ განზრახული, რომ ეს შეთითხნილი საქმე ყოფილიყო კონკრეტულად პატრიარქის წინააღმდეგ. უნდოდათ ორგანიზატორებად დაესახელებინათ მეუფე დიმიტრი და სოსო ოხანაშვილი. როდესაც ჩემგან ამ აღიარებას ითხოვდნენ სავარაუდოდ მეუფე დიმიტრის დაკავების გეგმაც ჰქონდათ. 

რუსთავი 2-თან ინტერვიუში განაცხადა საპატიმროში მყოფმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ.

კომენტარები