თავდასხმა ტეხასის ეკლესიაზე

ეპისკოპოსი სონღულაშვილი: სოლიდარობას ვუცხადებთ ამერიკელ ხალხს

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ამერიკელ ხალხს, განსაკუთრებით კი ჩვენს ბაპტისტ დებსა და ძმებს, ქალაქ საზერლანდ სპრინგის პირველ ბაპტისტურ ეკლესიაში მომხდარი თავდასხმის გამო. ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს ტეხასის ბაპტისტურ ეკლესიასთან, რომლის წარმომადგენლებიც არაერთხელ ყოფილან ჩვენთან სტუმრად. ჩვენს სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულების ახლობლებსა და ნათესავებს, ვინც ყველაზე ძვირფასი ადამიანები დაკარგეს ამ სისხლისღვრის შედეგად.

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი ტეხასში მომხდარი თავდასხმის გამო ამერიკელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.

კომენტარები