თბილისის მერია

კალაძე: ქალაქი მარტო ჩემი არ არის, სირცხვილი უნდა იყოს სიგარეტის ნამწვის გადაგდება

საარჩევნო კამპანიის დროს ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს ქალაქი მარტო ჩემი და ჩემი პასუხისმგებლობა არ არის. რა თქმა უნდა, მე მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, ვარ ხალხის მიერ არჩეული მერი, მაგრამ საზოგადოებაც აქტიურად უნდა იყოს ჩართული ქალაქის მოწესრიგებაში, აღმშენებლობასა და განვითარებაში, ამის პლატფორმას ჩვენ შევქმნით და მივცემთ ადამიანებს ამის შესაძლებლობას. მართლაც სირცხვილი უნდა იყოს, თუნდაც, ნაგვის გადაყრა, სიგარეტის ნამწვავის გადაგდება.

თბილისის არჩეული მერი კახა კალაძე.

კომენტარები